ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებებს იცავს.
„ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9 საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა! შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიოს 27-ე და საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.
აღკვეთი ღონისძიების სახით ბასილაშვილს შეფარდებული აქვს გირაო 100 000 ლარის ოდენობით.
ამავე საქმეზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა ჩოგბურთელის მამის, ნოდარ ბასილაშვილის მიმართაც.