No Result
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სპორტი
  • არჩევნები2020
კვირა, 24 იანვარი, 2021
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სპორტი
  • არჩევნები2020
No Result
View All Result
PTN.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე

18:34 ივნისი 9, 2020
Reading Time: 1min read
0 0
A A
0
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
795
VIEWS

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრისას ამბობს, რომ „ასეთი მოუმზადებელი, ჩამოშლილი ეკონომიკითა და კორუფციით არ მიგვიღებენ“.

ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა „ტვპირველის“ ეთერში 7 ივნისს განაცხადა.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებისთვის ახალი რეგულაციები უნდა შემოიტანოს.

„ნატო რა არის? ბევრს ჰგონია, რომ გაიხსნება ეს კარები და ჩვენ ასეთი მოუმზადებლები, ასეთი კორუფციით, ჩამოშლილი ეკონომიკით მიგვიღებენ. მერე ჩვენ ქართველურად, ფეხი ფეხზე გადადებული ვიცხოვრებთ და ჩვენს მაგივრად იომებენ, ჩვენს მაგივრად ააშენებენ საწარმოებს და ა.შ – ასე არ ხდება.

სანამ ჩვენ, მთელი ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში, დღესვე არ დავიწყებთ ისე ცხოვრებას პარალელურ რეჟიმში და იმ რეგულაციების შემოტანაში, რაც სჭირდება [ქვეყანას].

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ მზად იყოს ნატოში გასაწევრიანებლად, ხაზარაძე ფიქრობს, რომ ამისთვის დაახლოებით სამი წელია საჭირო.

„ეს შეიძლება გაკეთებული გვქონოდა აქამდე, დროზე რომ დაგვეწყო. მე ვფიქრობ, ამ დონემდე, რომ მივიდეთ (გააჩნია გეოპოლიტიკურად როგორ გადალაგდება სიტუაცია და როგორი მზაობა იქნება) დაახლოებით სამი წელი დასჭირდება“, – ამბობს ხაზარაძე.

რაც შეეხება კითხვას მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში ოკუპირებული რეგიონების გარეშე, ხაზარაძე ამბობს, რომ ასეთ წინადადებას საქართველო უნდა დათანხმდეს.

„ვფიქრობ, თუ ასეთი წინადადება იქნება განხილული, ჩვენ ეს წინადადება უნდა მივიღოთ. მეხუთე მუხლში არ იგულისხმება, რომ ასე ვთქვათ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის გარეშე მოხდება. აქ ლაპარაკია, რომ ის დროებით ოკუპირებულია, მაგრამ აქ გაერთიანება ხდება მთელი შენი ქვეყნის.

ამიტომ ამაზე სპეკულირება, რომ აფხაზეთს და ე.წ ცხინვალის რეგიონს საბოლოოდ დავკარგავთ, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რა არის მე-5 მუხლი და რჩება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიები მე-5 მუხლს მიღმა თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ პირობით, რომ ალიანსის მე-5 მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს:

არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ალიანსის წევრი ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე;

ეს არ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას;

ეს ნიშნავს იმას, რომ იარსებებს დათქმა, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე, დროებით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებამდე ერთი კონკრეტული მუხლი არ გავრცელდება.

მსგავსი პრეცედენტი მოხდა 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (დასავლეთ გერმანია) შემთხვევაში – ის სწორედ ასე გახდა ნატოს წევრი, რამაც საბოლოოდ გერმანიის გაერთიანებასაც შეუწყო ხელი.

მაშინ ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა.

Related Posts

ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
პოლიტიკა

ოპოზიცია 20 ივნისის აქციაზე მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

ივნისი 9, 2020
820
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
პოლიტიკა

რაც არ თქმულა, ის როგორ შეიძლება უკანონო იყოს – ბოკერია 20 ივნისის აქციის შესახებ საუბრობს

ივნისი 9, 2020
847
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
პოლიტიკა

არ მგონია ამ მარგინალურ ჯგუფებთან ფართომასშტაბიანი მსვლელობის მოწმე ვიყოთ – ოხანაშვილი

ივნისი 9, 2020
771
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
პოლიტიკა

რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება – არჩევნები 2020

ივნისი 9, 2020
835
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
მსოფლიო

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე განაახლოს

ივნისი 9, 2020
776
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
პოლიტიკა

არ მჯეროდა, რომ ჩვენი რუსეთში ჩასვლით რამე შეიცვლებოდა – ნატო ჩხეიძე

ივნისი 9, 2020
798
Load More

ბოლო განახლებები

ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე

ნატო ჩხეიძე ნიკა მაჭუტაძის პარტიის თავმჯდომარე გახდა

09:31, 9 ივნისი, 2020
812

მიმოხილვა

sadadad

ოქტომბერი 26, 2020
777

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია! – შსს განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25, 2020
770
ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! – მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე

ტესტ

ოქტომბერი 21, 2020
793

ბოლო სტატიები

sadadad

ოქტომბერი 26, 2020

კატეგორია

  • არჩევნები 2020
  • ეკონომიკა
  • კატეგორიის გარეშე
  • მიჭიკარტებული
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ციტატები
logo

12+

Powered By Luka Khaladze

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სპორტი
  • არჩევნები

© 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
შეტყობინება    OK No thanks